Wednesday, June 23, 2010

საწავლო პროექტი "ჩემი საყვარელი წიწილა"

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებს განვუმტკიცოთ ცოდნა შინაური ფრინველების შესახებ. რა განსხვავებაა შინაურ და გარეულ ფრინველებს შორის. როგორ გავამრავლოთ ფრინველები, კერძოდ ქათმები. რა არის საჭირო იმისათვის, რომ წიწილა გამოიჩეკოს და გაიზარდოს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.თითოეული ჯგუფი აწარმოებს დაკვირვებას: კვერცხის დადებიდან, წიწილას გამოჩეკვასა და მის ზრდა განვითარებაზე.
ბავშვები ამზადებენ საბუდარს, აწყობენ მასში წინასწარ შეგროვებულ კვერცხებს, 19–21კვერცხი. მასზე აჯენენ კრუხს და ახდენენ დაკვირვებას.
კრუხი 21 დღის განმავლობაში ზის კვერცხებზე. პირველი კვირის მანძილზე კრუხი დღეში 2–ჯერ გადმოდის საბუდრიდან წყლისა და საკვების მისაღებად. შემდეგ კი ერთხელ. კრუხი დროგამოშვებით ნისკარტითა და ფეხებით საბუდარში აბრუნებს კვერცხებს. ბავშვები ამოწმებენ კვერცხების ტეპერატურას. კვერცხები თბილია. კრუხი ინარჩუნებს ტემპერატურას.
მე–20 დღეს ბავშვები ამოწმებენ კვერცხებს. ამჩნევენ,რომ გალაყებული
კვერცხები შედარებით მძიმეა იმ კვერცხებთან შედარებით რომელშიც წიწილაა. კვერცხებიდან მოისმის წიწინის ხმა.
21–ე დღეს ხდება წიწილების გამოჩეკვა.
წიწილებს საკვებს და წყალს აძლევენ მე–3 დღიდან.
ერთი კვირის შემდეგ წიწილებს შეენიშნებათ პატარა კუდი და ფრთები. წიწილები დედის მსგავსად ეძიებენ საკვებს, ბაძავენ მას და რეაგირებენ კრუხის ძახილზე.

მონაწილეთა ასაკი: 9–10 წლის.


ვადები და ხანგრძლივობა: 2 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობაზე: კლასს დავყოფ 5 ბავშვიან ჯგუფებად. თითოელი ჯგუფი აწარმოებს დაკვირვებას ახლად გამოჩეკილ წიწილაზე, მის კვებასა და ზრდა –განვითარებაზე. დააფიქსირებენ ფოტოებით და ვიდეო მასალებით, თუ როგორ იცვლება წიწილა ზრდის პერიოდში. პროექტის განხორციელების შემდეგ ამ ბლოგზე მოსწავლეები ჩემი დახმარებით გამოაქვეყნებენ ამ მასალაებს.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს უჩნდებათ სიყვარული ფრინველებისადმი, სურვილი მოუარონ და იზრუნონ მათზე.

სამუშაო ენა: ქართული

ეროვნული სასწავლო გეგმა:


პროექტის ავტორი: მ. კუპატაძე kupatadze.m@gmail.com

No comments:

Post a Comment